სიახლეები
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით 26 – 31 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება ზაფხულის სკოლა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებთან დაკავშირებით.
მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის მე - 2 და მე-8 სემესტრებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
პირველ ეტაპზე, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 მაისი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით და ნიშნების ამონაწერი შემდეგ ელ.მისამართზე - institute.criminallaw@gmail.com (ასევე დამათებითი ინფორმაციისთვის).
მეორე ეტაპზე გასული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას.
ზაფხულის სკოლის ხელმძღვანელი არიან:
სკოლის მოსწავლეები უფასოდ განთავსდებიან ბათუმში მდებარე საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის ბაზაზე არსებულ სასტუმრო ოთახებში.
ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს მონაწილეები თვითონ უზრუნველყოფენ.
მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა შეადგენს 80 ლარს, რომელსაც სტუდენტი გადაიხდის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში.